სამოქალაქო აქტივისტი, ნიკუშა ფარულავა, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდგომ მიკროავტობუსთან, სადაც გაკრული იყო წარწერა, რომ “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”. მანქანასთან მას დახვდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ავტომანქანებიდან წმენდნენ წარწერას Путин х*йло და ამბობენ, რომ საქართველო არ არის ოკუპირებული, არ პასუხობენ კითხვას, არის თუ არა აფხაზეთი საქართველო. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ტურისტები არიან, რომ უკვე გამოიძახეს პოლიცია. ასევე აცხადებენ, რომ Путин х*йло–ს დაწერა ავტომანქანაზე არ არის ადამიანური საქციელი. ისინი აპროტესტებენ ასევე, ადგილზე ჟურნალისტების და ოპერატორების მისვლას და კითხულობენ, რატომ მივიდნენ ისინი, რაზეც, ნიკუშა ფარულავა პასუხობს, რომ ეს არ არის რუსეთი, სადაც ჟურნალისტს სადმე მისასვლელად ვინმეს თანხმობა სჭირდება.
მოგვიანებით, დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მათ ავტობუსიდან ჩამოხსნეს წარწერა – “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”.
კომენტარები