სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი გადაცემა “რეაქციაში” ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა.
ტერორისტული ჯგუფი 18 ადამიანისგან შედგებოდა, მათი ნაწილი “ლაფანყურის სპეცოპერაციის” დროს დაიღუპა. ნაწილი გადარჩა. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ნაწილი ამჯერად უკრაინაშია, ხოლო მეორე ნაწილის ადგილმდებარეობა დასადგენია. ახლა ტერორისტები არიან უყურადღებოდ, პანდემია დასრულდება და კვლავ მათ პირისპირ აღმოვჩნდებით – ამბობს გოგაშვილი.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ თავის დროზე საქმე აღძრა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც, მისი თქმით, არ იცოდა, რომ ამ საქმეში სააკაშვილი და მერაბიშვილი ფიგურირებდნენ. მოგვიანებით საქმის გამოძიება გაგრძელდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში და გოგაშვილის თქმით, სწორედ მაშინ გამოიკვეთა სააკაშვილის და მერაბიშვილის გვარები.
საქმემ იყო შსს-ში, პროკურატურაში, კონტრდაზვერვაში, სუს-ში, საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი პიჯაკებზე და სამსახურეობრივი ულლება-მოსილების გადამეტების გამო კი არა ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ ბრალდებულები და დაკავებულები. დამირეკონ და ვეტყვი სად დევს საქმე, საქმის ნომერსაც ვეტყვი, ზეპირად მახსოვს… მტვერია გადასაწმენდი”- თქვა სოსო გოგაშვილმა.
კომენტარები