ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან მამალაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“ინფორმაცია, რომელიც გამაჩნია, არის სახიფათო ქვეყნისთვის.
18 წელია პოლიტიკურ დევნილობაში ვიმყოფები. 2004 წელს უკრაინაში ჩამოვაყალიბე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, რომელიც კონსულტაციას უწევს მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ხელმძღვანელებს, გვაქვს სერიოზული ინფორმაციული წვდომა და კონტაქტები. ის რაც ვნახე, ამისთვის ტეხასიდან სამხრეთით გადავადგილდი, რომ გადამემოწმებია ეს ინფორმაცია.
ადეიშვილთან საუბრისას სააკაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ მას აქვს დაგეგმილი მსხვერპლთშეწირვა, საუბარია ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობებზე, საუბარია სანაიას სცენარზე, რომ რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ,
ბოლო სიტყვებით იხსენებიან ოპოზიციას, რომელიც ვერაფერს აკეთებს, რევოლუციას ვერ აწყობენ, ვერ ახერხებენ ღარიბაშვილის გადაყენებას. ეს არის მისი დამოკიდებულება, კონკრეტულ დავალებებს იძლევა. მისი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სისტემის ჩამოშლა ამ მკვლელოვის ფონზე.
იმდენად ძნელად მოსასმენია ეს ყველაფერი, როცა იძახის, რომ ახლა არის ეს ვითარება რომ დაიხოცოს უნდა ეს ჟურნალისტები და აირიოს ქვეყანა.
ქვეყანაში მართლაც პოლიტიკური კრიზისია, სერიოზული შეცდომები დაუშვა ხელისულფლება, თუნდაც მელიას დაკავება, რაც მე არასწორი მიმაჩნია, საერთაშორისო დაძაბულობის გამოწვევა და ა. შ. სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ახლაა ის ვითარება, რომ დაშლის ივანიშვილის სისტემას.
ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ დაიცვას ეს ჟურნალისტები და დაიცვას ასევე ოპოზიციაც.
რაც შეეხება ჩანაწერებს, დასადგენია მისი ავთენტურობა, გასარკვევია როდის მოხდა ეს და იყენებდა თუ არა ბერა ივანიშვილი სახელმწიფო უწყებებს პირადი ანგარიშსწორებისთვის – ეს სერიუოზული ფაქტია. თუ ამაზე საქმეს არ აღძრავენ და არ გაირკვევა – ეს ის ამღვრეული წყალია, სადაც სააკაშვილს შეუძლია ჩამოშალოს სისტემა.
მზად ვარ ვესაუბრო სახელმწიფო უწყებებს, მივაწოდო ინფორმაცია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ წყაროსთან, რომ ამ საუბრის ჩანაწერიც გავსაჯაროო.”
“ალია” ფიზიკურად არ აქვს საშუალება გადაამოწმოს ლევან მამალაძის ნათქვამი, მაგრამ ამის საშუალება აქვთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებიც, იმედია, ასეც მოიქცევიან.
კომენტარები