პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი, “რადიო თავისუფლებასთან” საავადმყოფოში გატარებულ დღეებს იხსენებს:
“მე ვნახე საავადმყოფოში ნამდვილი საქართველო… ახალგაზრდა, პატარა გოგოები, არ ვიცი, ამ ენერგიას და ამდენ ღიმილს საიდან პოულობდნენ, ამდენ სიკეთეს… რამდენი მძიმე პაციენტი ჰყავთ, ხომ წარმოგიდგენიათ მძიმე პაციენტები როგორ იქცევიან, დაახლოებით და ეს გოგოები ერთი წამით არ აგყვებიან ნეგატივში, სულ კარგ ამბებს გიყვებიან… ბუნებრივად ესეთი ადამიანები, ამათ რომ სისტემა გვერდში ედგეთ, ესენი როგორი კონკურენტუნარიანები იქნებიან… ისეთი რაღაცეები მოვისმინე ხელფასზე, არ ვიცი, ეს ჩვეულებრივი მონობაა. ეს ხალხი არიან მოხალისეები, რომლებსაც სახელმწიფო უხდის იმდენს, რომ კლინიკიდან მივიდეს სახლში და შუადღით საჭმელი ჭამოს, პროლეტარიარები არიან…
ძალიან მძიმე იყო პირველი კვირეები… იყო ემოციური შოკი, ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. ხარ უმოძრაოდ საწოლზე მიჯაჭვული, საერთოდ ვერ სუნთქავ აპარატის გარეშე, როდესაც მოიხნი, თითქოს იმ წუთში სიკვდილი დგება… გონება დავკარგე და ამიტომ აღმოვჩნი საავადმყოფოში და სულ გაქვს ეს განცდა, რომ შეიძლება ეს მომენტი კიდევ დადგეს… მარტო სიკვდილის შიში არ არის, გაწელილი სიკვდილის შიში გაქვს… ყველაზე მძიმე ეს არის… სადღაც გაჩერდი, გაშეშდი და ელოდები რაღაცის დასარულს…”
კომენტარები