“რუსთავი2″–ი აქვეყნებს ვერაზე მომხდარი მკვლელობის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოკადრებს, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
ცნობისთვის, გუშინ, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა ორი კი დაიჭრა. გარდაიცვალა თავდამსხმელი საბა გახოკია, რომელმაც ბიზნესმენ გივი მარგველაშვილს ესროლა, დაჭრა და წასვლა დააპირა, რა დროსაც, ოფიციალური ვერსიით, მარგველაშვილის მეგობრის დაცვის წევრმა ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი პოლიციამ დააკავა. საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული დაცვის ინსპექტორის ვინაობაა კახაბერ კამლაძე. ოფიციალური ინფორმაციით, ინსპექტორს გაუფორმებელი იარაღის ტარებაშიც ედება ბრალი.
კომენტარები