ტელეკომპანია “მთავარმა” დადო ხორავას საქმეზე სასამართლო პროცესის კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიმართავს კალანდიას ადვოკატს სარალიძე და გამოდის პროცესიდან, მერე კი – კადრში უკვე მხოლოდ კალანდიები საუბრობენ და ზაზა სარალიძე არ ჩანს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავწერეთ ზაზა სარალიძე, რომელიც ითხოვდა “მთავარს” გაესაჯაროებია კადრები და ამბობდა, რომ მან ტელევიზით გაიგო, რომ თურმე, მასა და კალანდიებს შორის მომხდარა დაპირისპირება… რადგან, მაგ დროისათვის უკვე ის ადგილზე აღარ იყო!
კომენტარები