კადრები, რომელზეც აღბეჭდილია ჩინელი ქალი, რომელიც მოდურ რესტორანში მთლიან ღამურას მიირთმევს, სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო. ამავდროულად ქვეყანას ახალი კორონავირუსი უტევს, რომელსაც სწორედ მფრინავ ძუძუმწოვრებს უკავშირებენ. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელიც საკვებ ტრენდებს ეძღვნება, კანტონის დიალექტზე მოსაუბრე ადამიანები ღამურის წვნიანს ამზადებენ.
კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, პნევმონიას იწვევს და ცუდადაა შესწავლილი. მეცნიერები შიშობენ, რომ მისი გადატანა შესაძლოა, გველებისა და ღამურების მეშვეობით მოხდეს.
კომენტარები