ქუთაისის ციხეში პატიმარი ამტკიცებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტების დაკვეთით ციხის ადმინისტრაცია მას თავის მოკლვლას აიძულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ტვ პირველი“ ავრცელებს.
მსჯავდებულ ლეთოდიანსა და ე.წ კანონიერ ქურდ „ხონსკის“ შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. ანგარიშსწორება კი კრიმინალურმა ავტორიტეტმა თანაქალაქელზე მისი დაკავების შემდეგ გადაწყვიტა და ციხეში ე.წ ქსივა გაუშვა, რომ იგი უნდა აწამონ.
„მეუბნებიან, რომ სანამ კისერს შენი ხელით არ გამოიჭრი, მანამ თავს არ დაგანებებთ, არ შეგეშვებითო. მაყურებინებენ ქურდულ კლიპებს კისერის გამოჭრებზე და მეუბნებიან სანამ ამას არ გააკეთებ მანამ არ მოგეშვებიო. ჯეირან კინწურაშილის დავალებით ხდება, ხონელია. ხონელი ვარ მეც. რაღაცა ნიძლავი აქვსო დადებული. თვითონ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები მემუქრებიან. ადმინისტრაციიდან პატიმრებს ბევრჯერ გაალახინეს ჩემი თავი, იყო სიტყვიერ ზეწოლა, კამერებთან მოსვლა ფურთხება და ასეთი რაღაცეები” – აცხადებს დავით ლეთოდიანი.
პატიმრის დამ კი განაცხადა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მისცა!
კომენტარები