დავით ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავების შესვლას ითხოვს, რათა მათ დათა პაპას დატირება შეძლონ.
,,იმედი გვქონდა, რომ დღეს ერთი საათით მაინც შეგვიშვებდნენ. მგონი, ამაოდ ვართ მოსულები. აქ გზა არსად არ ჩანს…. გვეგონა 1 საათი მაინც იქნებოდა გზა. საშინელებაა, როდესაც არ გეძლევა შესაძლებლობა რომ დაიტირო ადამიანი. წუთიერად ხომ შეიძლებოდა პატივი მიგვეგო?! დათა უძვირფასესი, ტკბილი კაცი იყო რა გმირი. მეტად შეიძლებოდა ამ ადამიანის დაფასება, მაგრამ ყველაფერი ამაოდ გამოდის ქართველებისთვის”, – ამბობს ქეთო ცერცვაძე.
კომენტარები