უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, ვანო ნადირაძე, ვიდეომიმართვას აქვეყნებს და პოლიციას მიმართავს:
“გუშინ ვნახე კადრები, იმ ნაძირალამ, თან ბავშვით ხელში, ქართული და უკრაინული დროშები ძირს დააგდო და ფაქტიურად ფეხით გათელა – უკვე გასაგებია ბავშვს როგორ აღზრდის ის ნაძირალა. ჩვენ ქართული დროშისთვის სისხლსა ვღვრით და ყველამ კარგად იცით, რამდენი გმირი ბიჭი დაგვეღუპა.
ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით პოლიციას, კანონის შესაბამისად, ეგ ნაძირალა დასაჯეთ, კანონის შესაბამისად, დასაჯეთ, არ აპატიოთ უკრაინული და ქრათული დროშების შეურაცხყოფა. მოგიწოდებთ, ჯერ მოგიწოდებთ, ისე ნუ გააკეთებთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი და დასასჯელი გახდეს ეგ ნაძირალა, იმისთვის რაც ჩაიდინა.
აი, ამ დროშისთვის ჩვენ სისხლსა ვღვრით, სისხლს ვღვრით, ეს არის ჩვენთვის საფიცარი დროშა. თქვენ პოლიცია არ იქნებით, თუ თქვენ დღეს მაგას დროშის გათელვა აპატიეთ, იმ დროშის გათელვა, რომლითაც ანწუხელიძე იბრძოდა და ვერ მიაყენებინეს შეურაცხყოფა. მოგიწოდებთ, სასწრაფოდ დაისაჯოს, ეგ ნაძირალა, ჩვენი დასასჯელი არ გახადოთ! დროშის შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებთ.”
კომენტარები