“ტვ პირველის” ეთერში, ირმა სოხაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი:
ჩერგოლეიშვილი:
–ორთავიანი გველეშაპი გვყავს დასამარცხებელი, ამ გველეშაპს აქვს ორი თავი, ეს გველეშაპი არის ის ვინც საქართელოს წინსვლას ხელს უშლის, ერთი თავი არის მიშა, მეორე თავია – ბიძინა. როდესაც ეს გველეშაპი განადგურდება, მერე წავა ქვეყანა წინ.
სოხაძე
–ვინ მოვიყვანოთ, თამარ, არის მესამე ძალა? ორივე თავი თუ უნდა მოვსპოთ, ვირაცა ხომ უნდა ავირჩიოთ.
ჩერგოლეიშვილი:
–მე არ ვმღერი, მე საუბარი ვიცი… ხომ თქვით, რომ საუბარი არ ვიცი, სიმღერა იცით… ხომ მტუქსავდით, როცა გაწყვეტინებდით… ჩვენი პრობლემა პიროვნებებში არ არის, არც ბიძინა, არც მიშა, ჩვენი პრობლემაა მმართველი სისტემა. პროპორციული სისტემაა ის, რომ ამ ორთავიან გველეშაპს თავი მოვჭრათ, რომ მოვიდეს კოალიციური ხელისუფლება და აბლანსონ ერთმანეთი.
კომენტარები