ცოტა ხნის წინ რუსთავში შემზარავი ტრაგედია მოხდა. 16 წლის გოგონა, რომელიც ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად ადგილზევე დაიღუპა ძაღლიც.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მაღალი სიჩქარით მოძრავი „ფორდ მუსტანგი“ დაეჯახა. შემთხვევის შემდეგ, მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებს ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველ კადრებს „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
კომენტარები