ცენტრ „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე არსებული ექსპერტიზის დასკვნა არაა გამოსადეგი და გამოძიებაშიც საკმაოდ ბევრი შეცდომაა. ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად გამოძიებას, მაინც აქვს გარკვეული რესურსები.
„ვფიქრობ, რომ თუ გამოძიებასა და პროკურატურას უნდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარგა ექსპერტიზის დასკვნა და გამოძიებაში ბევრი შეცდომაა, ან უხილავი ხელის მოქმედებით დაფარულია ამბები, მაინც აქვს გარკვეული რესურსი“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
კომენტარები