პრეზიდენტმა საჯაროდ ვაქცინის გაკეთება რამდენიმე დღის წინ დააანონსა, მერე თქვა, რომ საჯაროდ აღარ გაიკეთებს და დღეს, მაინც საჯაროდ გაიკეთა – პრეზიდენტს ექიმთან 2 კითხვა ჰქონდა:
-რამდენ ხანში უნდა მოვიდე?
-4-დან 12 კვირამდე – პასუხობს ექიმი. (სხვათა შორის, მეორე დოზის გაკეთების ვადები ზუსტად ვერ დავადგინეთ, ხან 6-დან 8 კვირას ამბობენ, ხან 4-დან 12 კვირას)
პრეზიდენტი დაინტერესდა აქვს თუ არა დალევის უფლება:
-დღეს ჩემი დაბადების დღეა და შეიძლება დავლიო? ვაიმე, ჩამიშალეთ დაბადების დღე!
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს დაიბადა.
ვიდეოს “მთავარი” ავრცელებს.
კომენტარები