გუშინ, “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის „დანოსების“ მიხედვით, დიმიტრი ლორთქიფანიძე ივერი მელაშვილს მკვლელობით ემუქრება.
იმავე საღამოს, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებას ცდილობდა:
“ინგა გრიგოლია, უპასუხე ჩემს ზარს, გირეკავ!!! შენი ჟურნალისტები უტიფრად ცრუობენ პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, მე მათ ზარებს არ ვპასუხობ!!!! ეს ტყუილია!!!! ველაპარაკე ყველას, ვინც დარეკა, მათ შორის მიშა სესიაშვილს, “ფორმულას” ჟურნალისტს , “ობიექტივის” ჟურნალისტს პრესის ჟურნალისტებს!!!!!”
ინგა გრიგოლია მას ასევე პოსტით პასუხობს:
დიმიტრი ლორთქიფანიძეს მოვუთაგივარ. აიღე ტელეფონიო. ეთერში ვიყავი(გეთქვათ ვინმეს მისთვის),’ ეთერის მერე ვურეკავ და მიკივის, შენ როგორც დირექტორს, პასუხს მოგთხოვო – (იმ სუსის კრებსში ყოფილა. ოღონდ აზრზე არ ვიყავი), უთხარით ვინმემ, მე არ ვარ დირექტორი (უკვე კაი ხანია), მერე-საინფორმაციოს უფროსი ხარო, ვუთხარი, არ ვარ მე ის, შენ ვინც გგონივარ, არც საინფორმაციოს უფროსი ვარ, პატარა ადამიანი ვარ ამ ტელევიზიაშითქო და მაინც მიკივლა, უნდა გიჩივლოო და რა გავაკეთო?
შენ ზევითა ხარ, ბატონო დიმიტრი და მე ქვევიდან. ერთი რიგითი, არაპრომაკოველი, აბა, როგორ აგიმღვრევ წყალს? მოკლედ, ისე მათრია, ამ წუთამდე ვერ გავიგე რას მერჩის და თან დირექტორი ვგონივარ
ა, კიდე ინგა გრიგოლიაო, გაგიჟდა ეს მგონი, პრიმაკოვიჩი”
შეგახსენებთ, დღეს დიმიტრი ლორთქიფანიძემ “ალიას” ინტერვიუ მისცა და ბრიფინგიც გამართა.
კომენტარები