დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა. “მთავარმა” მინისტრი, რომელმაც სამი წრე დაარტყა ლამის ქუჩას, რომ რესტორანში შესულიყო, ჩაწერა:
“მე მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი… საჭმელად მივდივარ, მე თქვენ არ გაბარებთ “აჩოტებს” სად ვივლი”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურმა არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა ზუგდიდის სპეცოპერაციასა და ბრალდებული ბადრი ესებუას 8-დღიან ძებნაზე. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარი უკვე 20-ჯერ გააკეთა და ახლა საუბარი არ სურს.
კითხვაზე – რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, გულწრფელად უპასუხა – “არ ვიცი, გამანებეთ თავი”
მოკლედ, “აჩოტი” რუსული სიტყვაა და ნიშნავს ანგარიშს!
ეგღა აკლია ახლა, შს მინისტრს, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, ჩვენ ჩაგვაბაროს ანგარიში, სადაც “ეაჩოტება” იქ “იაჩოტებს”, გასაგებია? – ჩეიცუცქეთ, ბიძია, შს მინისტრს რომ ელაპარაკებით, გეიგეთ?
როგორ გიხდებათ, მინისტრო, რუსული სიტყვები და ძველბიჭური მანერა, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ რა…
რაც შეეხება იმას, კომენტარი რომ 20-ჯერ გააკეთა, თურმე, კი, გააკეთა უკვე კომენტარი და თქვა – 6 დღე ვერ დავიჭერ, თუ ერთი თვე, ეგ არანაირი პრობლემა არ არისო!
მართალია, დღემდე იმ 43 მძევლიდან არც ერთი არ ჰყავს დაზარალებულად ცნობილი, მარა, არც ეგაა პრობლემა.
საერთოდ, როგორც ჩანს, არა აქვს ამ კაცს პრობლემა ესებუასთან, ან მძარცველთან და რა შევჭამეთ, კაცო!
თქვა ადამიანმა, ფული იყო საქართველოს ბანკის, აბა, თიბისი ხომ არ გადაუხდიდა საქართველოს ბანკის მძარცველს ფულსო, თქვა უკვე, რა ქნას მეტი?
ემალება ეს ესებუა, არ გამოდის და რა შს მინისტრის ბრალია?
ესებუა კი არა, მინისტრს არ ჰყავს დაცვა, კომენტარის გაკეთება არ უნდა და შემოეკომენტარა, ვერ გაიარა რესტორნამდე 5 ნაბიჯი, სრულიად მარტო დგას ჟურნალისტთან და არტყამს წრეებს ქუჩას – რა მძარცველის დაჭერა, რომელი მძარცველი? ჩიტი იყო ის, ჩიტმა წაიღო ფული…
კომენტარები