გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს.
66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.
ალა ჩიბისოვას შვილის, 38 წლის ზურაბ ბარბაქაძის, პირველი კომენტარი.
“დედაჩემი 15 ნოემბერს საღამოს 10 საათზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე კი ძლივს დადიოდა, ყველაფერი გამოსული ჰქონდა წყობიდან”, – განუცხადა “ტვ პირველს” ზურაბ ბარბაქაძემ
– რამდენი წლის იყო დედა?
– 66-ის, სულ პარალიზებული იყო.
– რატომ არ შეატყობინეთ არავის?
– უსახსრობის გამო. ვფიქრობდი, შეშინებული ვიყავი.
მეზობლის თქმით, მან ზურასთან მოიკითხა დედამისი რა დროსაც შეიტყო, რომ ქალი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მეზობელმა გადაწყვიტა, რომ პოლიციისთვის მიემართა.
გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები