საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქალიშვილის, ქეთევან გორჯისტანის ვიდეოს, სადაც იგი ჰყვება, როგორ გადაწყვიტა გამხდარიყო ჟურნალისტი.
ქეთევანი ჰყვება, რომ იგი ერთ დღეს დაისვა ძმამ და უთხრა, ბედი ეცადა ჟურნალისტიკაში და ჯერ ენახა რა იყო ჟურნალისტიკა. ჰყვება, რომ ორი წელი დადიოდა პრაქტიკებზე რომ გაეგო რა იყო ჟურნალისტიკა.
“ყველაფერზე ვმუშაობდი, საერთაშორისო ამბებზე, პოლიტიკაზე, სპორტზე. სპორტი სულ მაინტერესებდა, მაგრამ საფრანგეთში სპორტი არის კაცის სფერო და თავიდან არავინ მიყურებდა სერიოზულად. ვფიქრობდი, ახლა რომ სპორტზე გადავიდე, ისე არ მიყურებენ, რომ უჰ, სპორტის ჟურნალისტები არ არიან ყველაზე მაგრები, მარტო სპორტი იციან…
ქალებისთვის რთული პროფესიაა, კაცები გეტყვიან, რომ არ შეგიძლია. თუ მართლა ეს გინდათ, უნდა გქონდეთ მიზანი. “
კომენტარები