მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და ნიკა მელია საუბრობენ:
მიხეილ სააკაშვილი”
“ძაან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში, დატვირთული სამუშაო რეჟიმით. მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე, მაგრამ რასაც ვუყურებ, იმხელა დრაივი აქვს, ერთი წამით არ ისვენებს, რაც არის გამარჯვების საწინდარი. ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართული ხალხის დასახმარებლად, ეს უნიკალუირ ოპერაციაა. ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ, მისი პრინციპულობით. ნიკა უკვე გამარჯვებულია, ვერ გატეხეს, ციხის შიში გააქრო. როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები იძულებულნი არიან მიჰყვნენ მის სტანდარტს. ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენ ხალხს.”
ნიკა მელია
მიხარია მეც, 2 წელი და 7 თვეა არ გვქონია შეხვედრის შესაძლებლობის, მე არ მქონდა პასპორტი, რომ დამეტოვებია ქვეყანა. მიშას, სამწუხაროდ, დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. როგორც იქნა შევხვდით. მჯერა, კვლავ შევხვდებით, არა მხოლოდ კიევში, თბილისშიც. ეს ასეც უნდა იყოს, კანონზომიერება ჯიუტი რამეა. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ, უამრავი ხაფანგი დამხვდა, ციხიდან რომ გამოვედი, ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მე და მიშას დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. პირიქით. არავის მივცემთ შესაძლობელობას რომ პროვოკაციაზე წამოგვაგოს. მიხარია, რომ აქ ვარ და უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა არამხოლოდ მიშასთან ურთიერთობის, არამედ, მიშას დახმარების უამრავ ადამიანს შევხვდი. ყველაფერი იქნება მაგრად. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, პოლიტიკოსებმა, რომ გამარჯვება შეგვიძლია.!”
კომენტარები