სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, პოლიციის ფორმიანი პირები, როგორ სცემენ მოქალაქეს.
სავარაუდოდ, მოგვიანებით, გომელაურის უწყება თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ამ ცემაზე და მას დაკავებას უწოდებს, ხოლო, დაკავებულს, მოსამართლის მანტიით შემოსილი პირი, იქეთ დააჯარიმებს.
თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შსს-ის წარმომადგენლებმა აქციის არაერთი მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავეს.
გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ ადამიანების ერთმანეთისგან განცალკევებას, რის გამოც, ჭყლეტისა და ძალადობის ფონზე, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.
კომენტარები