ხათუნა ჟორდანია ოჯახთან ერთად სტამბოლშია. მან ვიდეოჩართვაში ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა, თბილისსა და სტამბოლში არსებულ მდგომარეობას.
ხათუნა ამბობს, რომ სადაც ის იმყოფება, იქ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
„ამინდი არაჩვეულებრივია, თან მზეა და თან ოდნავ ნიავი, მოკლედ, რომ შეიძლებოდეს გარეთ სეირნობა და სადმე ჩამოჯდომა, ძალიან კარგი კი იქნებოდა. მაგრამ რას ვიზამ, „ლოქდაუნია“ მთელ სტამბოლში.თბილისში „ბაირამობა“ გვქონია და არ გვცოდნია“, – ამბობს ჟორდანია.
კომენტარები