ცაგერში “ნამახვანჰესის” საკითხის განხილვა, რომელსაც მინისტრები ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ესწრებიან, კამათით მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოქალაქეებს ხვდებიან.
“ჩვენ უშუალოდ ვიბრძოდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ, როდესაც ზოგი თქვენთაგანი იმ მხარეს იყო. მაშინ თავად ივანიშვილმა დადო პირობა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა გაჩერდებოდა. ეს ხელშეკრულება არის ერის და ხალხის ღალატი, თქვენ ხართ მოღალატეები, მოვა დრო და გაგასამართლებენ, როგორც სამშობლოს მოღალატეებს. შვილებთან და შთამომავლებთან გექნებათ პასუხი გასაცები, როგორ გაყიდეთ სამშობლო.”
“არანაირი ვალდებულება არ გააჩნია კომპანია, რომ ელექტროენერგია დატოვოს ჩვენთან, სად არის ელექტროდამოუკიდებლობა ამ ჰესის აშენებით?”
“არის გეოლოგიური კვლევა? ვინ განახორციელა? კერძო კომპანიამ, სახელმწიფომ?”
“საერთოდ არ იყო პასუხი და არაფერი არ იყო იქ მოსასმენი. ჩავლიენ თბილისში ახლა და იპოზიორობენ. ეკონომიკა თვითონ არ იცის და სხვას რა გაკვეთილები უნდა ჩოუტაროს?”
ნათია თურნავას არგუმენტი კი ასეთია:
ენერგეტიკაში ამის ალტრენატივაა, რომ თურქეთში გავიდეს ჩვენი ფული და იქედან არა ინვესტიცია შემოვიტანოთ, არამედ დენი შემოვიტანოთ იმ პირობებით, რა პირობებსაც შემგვთავაზებენ.
ვიდეოკადრებს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
კომენტარები