თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი “ტვ პირველზე”, ეკა მიშველაძის გადაცემაში:
სალომე სამადაშვილი:
-ეფექტიანი აღმოჩნდა ბოიკოტი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ სხვანაირად შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არ უნდა შევქმნათ საზოგადოებაში ნიჰილიზმი, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს გაჩნდა, რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ არასოწრად, ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ ასეთი საერთაშორისო წნეხი ივანიშვიოლზე ჩვენ ჯერ არ გვინახავ. ახლა მნიშვნელოვანია ეს კაპიტალი არ გავფლანგოთ, ეს კაპიტალი გამოვიყენოთ, რომ ვუზრუნველჰყოთ ის ცვლილებები რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას.
თაკო ჩარკვიანი:
-ნიჰილიზმი მაშინ ითესება, როცა საზოგადოება ხედავს რომ 30 წელია ერთიდაიგივე სახეები ვერ ცვლიან სისტემას. სალომე იყო ხელისუფლებაში, ყოფილი ხელისუფლების დროს, იყო წინა პარლამენტის დროს, ახლაც ვერ გამცა პასუხი… როდესაც პარლამენტში იყავით, თქვენ ცხვირწინ აირჩიეს მურუსიძე…
-თქვენ რას ეუბნებოდით ხალხს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსაყვანად, ქალბატონო თაკო?
-თქვენ შეცდომებზე მოვიდა ივანიშვილი…
-თქვენგან განსხვავებით, არასდროს დამჭირვებია ცხოვრებაში, რომ ბოდიში მომეხადა
-ამ სტუდიაში არ გინდათ ეს ამბავი, 9 წელი ვიყავი ოპოზიციაში და ბოდიშზე აქ არ დამელაპარაკოთ…
კომენტარები