“ენმ”-ის წევრი, “ენმ”-ის საგარეჯოს პროპორციული სიის ათეულის წევრი, დათო დიღმელაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“რეალობა ესაა. თავის დროზეც ვერავინ ვერ შესძლო, შევარდნაძის ძირგამომპალი ხელისუფლების მოშორება, სანამ მიშა არ შევიდა და კინწისკვრით არ გამოყარა იქედან.
ეხლაც, ამ ცხრა წლის განმავლობაში, ვერავინ გამოჩნდა ისეთი, რომ თავის თავზე აეღო ამ რუსების გაყრა ხელისუფლებიდან და კიდევ მიშას აკრიტიკებთ, სრულიად ოპოზიცია.
თუ თქვენ გაქვთ, გქონდათ იმის ერთი ადგილი რომ გაგეყარათ ეს კორუმპირებული რუსი ოლიგარქიული მთავავრობა, რატომ არიან ისინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში?!
აგერ 9 წელი გავიდა,თუ გინდათ თავისუფლება იბრძოლეთ ამისთვის, მიაღწიეთ და არავის საქმე არაა ამ ბრძოლაში მიშა რა როლს ითამაშებს.
ხოდა კიდევ ერთი, სხვათაშორის მიშამ და მისმა პარტიამ მიუხედავად ათასი გაყალბების, ზეწოლის, დაშინების,ოქმების გადაწერების, ათასი ძალადობებისა მაინც შესძლო და აიღო 27.18%. თქვენ ერთიანად ყველამ ერთად გადალახულებმა, გადაულახავებმა და ასე შემდეგ, 25% ზე ცოტა მეტი აიღეთ. ასე რომ, თუ გინდათ ბრძოლა,იბრძოლეთ და თავი დაანებეთ იმას ვისაც მართლა შეუძლია ამ ხელისუფლების ისტორიულ სანაგვეზე გადაყრა, ანუ მიხეილ სააკაშვილს!”
კომენტარები