ივერი მელაშვილი ტვ პირველის ეთერით მის გუშინდელ განცხადებას განმარტავს:
“შეიძლება ჩემი ბრალია, შეიძლება დაღლილი ვიყავი, სანახევროდ ვთქვი და ჩავთვალე, რომ გასაგებია.
პოპულისტები, პოლიტიკოსები პოზიორობენ კელიებთან, ზოგი გულში ხელს იბრახუნებს, ეს ჩვენია, რუკა მაქვს და ა.შ. მე ვეწინააღმდეგები ამას, ეს პოპულისტური განცხადება ხელს უშლის ამ პროცესს. ვერ მიაღწევთ ამ პირობებში მოლაპარაკებას. იქეთა მხარესთან გაქვს შეთანხმება, პირობაა, რომ ამას ვაკეთებთ წყნარად, თუ განცხადებას ვაკეთებთ, ვაკეთებთ შეთანხმებულ განცხადებას ერთობლივად.
შეგნებულად, შენი ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამ ნაბიჯებს. შეიძლება ბოლომდე ვერ გამოვთქვი და ესეც გასაგებია, ბოლოს და ბოლოს ბრალდებული ვარ ძალიან მძიმე ბრალდებით და მაქვს უფლება, მქონდეს ემოციური ფონი.
ვიღაცეები გამოხტა, პრესაში დაიბეჭდა, ვიღაცამ სურათი გადაიღო, რა თქმა უნდა, ამან ზიანი მიაყენა მოლაპარაკებებს… ამის შედეგი გამოჩნდება პირველივე შეხვედრისას. ეს რომ გამოასწორო ჯერ ამას სჭირდება დრო. მეორე მხარისთვის გაუგებარია შენი მოქმედება – პრეტენზიას უყენებ, გამოვიდა ერთი მინისტრი, მეორე, გენპროკურატურა და განაცხადეს, რაღაცა აღმოვაჩინეთ, თურმე იქით გვქონია საპრეტენზიო აზერბაიჯანთან – არ არის ბატონო ეს ესე. ის მხოლოდ პრეტენზიას დაინახავს…
თუ ვინმეს ახლა ჩემი სიტყვა გაუკვირდა და ისევ სხვანაირად გადათარგმნა – ბევრს ნანახიც არა აქვს თვალით გარეჯი – გარეჯი არის სამონასტრო კომპლექსი, ვრცელი ტერიტორია, მოიცავს 16 სამონასტრო კომლექსს. როდესაც ვკითხულობთ გარეჯი ჩვენია, თუ არა? – რა თქმა უნდა ჩვენია, ჩვენ ტერიტორიაზეა, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის, ჩვენი ეთნოსი, სულიერება… ამაზე ვერც შემოგედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი საზღვრები მოქმედებს… თუ გინდათ მეც დავიწყებ გულში ხელის დარტყმას და ვიტყვი, რომ ჩვენია, თუ გინდათ, მაგრამ არის ესე? არ არის. იყო ერთ დროს, ახლა არ არის. თუ უდგები სამართლებრივად, ამოდიხარ იქედან, რომ კი, ბატონო შენია, კულტურული, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ყველა თალსაზრისით შენია და თუ გინდა მიაღწიო იმას, რაც შენი ქვეყნისთვის კარგია, უნდა მოიქცე სწორად.”
კომენტარები