ვალეში გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ მისი დიაგნოზი კორონავირუსია. მათი თქმით, 85 წლის ქალი ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა და ექიმები უკვე მის გაწერას გეგმავდნენ. ოჯახის წევრები ვერ ვარაუდობენ, როგორ შეიძლებოდა ქალს ვირუსი შეხვედროდა. “თუ უნდათ სტატისტიკა აიწიონ, თავისიანზე აიწიონ. ერთ დღეში ადამიანს კორონაც შეახვედრეს, თან დაიღუპა, თან უნდათ, რომ დამარხონ. დღეს ან ხვალ უნდა გამოეწერათ. ერთი თვეა წევს საავადმყოფოში. ეხლა მოჰყავთ მიცვალებული და თავისთავად ღამე მოუწევს დაკრძალვა. მთელი სოფელი ფეხზე დგას, არ დავაკრძალინებთ ღამე. ჯერ სახლში მიყვანის უფლება არ გვაქვს, მაგაზე არაა საუბარი. რაც შეკერეს ხომ ვიცით, მათ მდგომარეობაშიც შევდივართ, მაგრამ ღამე ვინმე დაკრძალულა? ადამიანი იწვა რეანიმაციაში და კორონავირუსი საიდან დაუდგინდა?” – აცხადებს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი.
ახალციხეში, 15 ოქტომბერს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში განმარტავენ რომ 85 ქალი, 14 ოქტომბერს COVID 19-ზე გამოიკვლიეს და ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით ინფიცირებული დღეს გარდაიცვალა.
კომენტარები