მაიორ მერაბ ბარბაქაძის ოჯახი, რომელმაც 1 თვის წინ სატელეფონო ზარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იმის დადგენას ითხოვს, ვინ ურეკავდა მერაბს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
“მარტის თვის ზარები გვაინტერესებს. საქმე იდო თაროზე.”
“ფაქტები გვინდა, არანაირი ფაქტები არ აქვთ ხელში, გარდა იმისა, რომ თითი გამოიშვირონ მიცვალებულისკენ, რომელიც ვერაფერს იტყვის. ცოცხალი აბრალებს მიცვალებულს, რო თავისი საქმე გაიმართლოს.” – ამბობს გარდაცვლილის მამა.
შეგახსენებთ, მერაბ ბარბაქაძის გარდაცვალების შესახებ, მარტის თვეში ვაცნობეთ მკითხველს, ოჯახს მაშინაც უცნაურად ეჩვენა მისი თვითმკვლელობა, ისინი ამბობდნენ, რომ სანამ თავს მოიკლავდა, დაურეკეს და ფერი დაეკარგა საუბრისას…
მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, რომ მერაბი დაკითხეს წვევამდელების მიმართ, არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.
ოჯახთან ინტერვიუს “ტვ პირველი” ავრცელებს.
კომენტარები