გერმანიაში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა, რამაც წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია.
ბავარიაში დატბორილია რამდენიმე სოფელი, ხალხი სარდაფებიდან წყალს ტუმბავს და ქუჩებს დიდი რაოდენობის ჭუჭყისგან წმენდს. სტიქიამ პრობლემები მიუნხენშიც შექმნა.
შტუტგარტში ოპერის თეატრს ქარმა სახურავი გადახადა და რამდენიმე ქანდაკება ჩამოაგდო. ამ დროს ოპერაში კონცერტი მიმდინარეობდა, დარბაზში 250 მაყურებელი იმყოფებოდა. სახურავის ხვრელიდან წყალი სცენაზე ჩამოვიდა და განათებას მოხვდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქალაქში რამდენიმე საავტომობილო გვირაბი დაიტბორა.
კომენტარები