“წყეულიმც იყოს”, – ასე მიმართავს უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.
“მე წავიკითხე რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გეგმავს ივაჭროს რუსეთთან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და ამაში ამორალურს ვერაფერს ხედავს. […] წყეულიმც იყოს იმისთვის, რომ როცა უკრაინა სისხლის გუბეშია, მას რუსეთთან ვაჭრობა სურს”, – ამბობს გორდონი
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა:
“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ცხოველური წარმოების სურსათის ბაზარი. ეს არის სრული პროცესი, რაზეც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ასე იყო. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”.
კომენტარები