ილონ მასკი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისმა ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი ჩანერგა, რის შედეგადაც ცხოველს მხოლოდ გონების ძალის გამოყენებით შეუძლია ვიდეოთამაშები ითამაშოს.
მასკის თქმით, 9 წლის მაკაკა, ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს და ამით ბედნიერია. ამის დასამტკიცებლად Neuralink-მა ვიდეოც გაავრცელა, თუმცა კომპანია ამაზე შეჩერებას არ აპირებს. მასკის განცხადებით, ერთი თვის შემდეგ უკვე 2 მაიმუნს შეეძლება მხოლოდ გონების ძალით ეთამაშონ ერთმანეთს.
მთავარი მიზანი უცვლელი რჩება – ილონ მასკს სურს იმ ადამიანებს, ვისაც თავის და ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმის გამო გარკვეული უნარები აქვთ დაკარგული, მათ დაბრუნებაში დაეხმაროს.
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები