რიონის ხეობაში სოფლების დაცლის პროცესი დაიწყო, სოფლებს, რომლებსაც, ხალხის თქმით, მალე “ნამახვანჰესის” მშენებლი კომპანია “ენკა” წყლით დატბორავს, მოსახლეობა ტოვებს, საფლავებიდან კი ნეშტებს უსაფრთხო ადგილზე ასვენებენ.
ადგილობრივები კომპანიას მოუწოდებენ შეჩერდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, ხელისუფლების წევრებს კი ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებენ.
“ცოცხლებს შეგვეხო, შეგვეხო, მაგრამ, მიცვალებულებს რომ საფლავში არ ვაყენებთ ამას რა სახელი ვუწოდო, არ ვიცი ფატიურად იქამდეც არ იციდიან, იქნებდა ჩვენ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას და კომპანიასაც, რომ ისინი უკანონოდ აპირებენ ხეობაში დამკვიდრებას და პროექტის განხორციელებას. მერე რას იზამენ, ამ საფლავებს უკან დააბრუნებენ?! ამაზრდენია რაც ხდება”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თუ საფლავები არ დაიტბორება იქამდე მისვლას ადგილობრივები მაინც ვეღარ შეძლებენ.
“ჩემი ბებია და ბიძა იქ არიან დასაფლავებულები, ბებია, რომელიც შეეწირა ამ პროექტს. ძალიან რთულია ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ სადღაც ჰიპოთეტურად შეიძლება მეც მომიწიოს და დედაჩემსაც ამის გადატანა”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
რიონის ხეობის მცველების უწყვეტი პროტესტი კი გრძელდება. ადგილობრივები “ნამახვანჰესის” მშენებლობას 180 დღეზე მეტია აპროტესტებენ.
წყარო – მთავარი
კომენტარები