მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ასე უპასუხა:
“ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმები მოვახდინეთ, თამარ ჟვანია კი არა იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკო-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს. ისეთი გამართული იქნება ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, საოლქო კომისიებიც, საუბნო კომისიებიც, ვერავინ ვერ გააფუჭებს ვერაფერს.”
“ჩამოვიდეს ის ქურდი, ჩამოვიდეს და ერთად მოვთხოვოთ პასუხი, თქვას რომ წავიდა და ბოდიში მოიხადოს. უკან დახევას არ ვაპირებთ, ჩვენ უკან არის საქართველო” – ამბობდა ელისაშვილი თამარ ჟვანიაზე ნოემბრის დასაწყისში.
ახლა ვინ არის ელისაშვილის უკან? დღეს ენდობა ხალხი თამარ ჟვანიას, ან იმ კანონს, რომელიც ჯერაც არ მიუღიათ და მხოლოდ მასზე საუბარი მოვისმინეთ? უნდა “დავხურდავდეთ” თუ არა “ქურდამდე”?
კაი, რა მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ქურდია? კანონიერი თან…
ადრე ქურდობდა და დღეს ვეღარ იქურდებსო, განაცხადა ელისაშვილმა, საუბნო კომისიებს და საოლქო კომისიებს მარტო კანონის რომ სჯეროდეს, ბატონო ალეკო, არსებული კანონითაც კი გქონდათ რაღაც მექანიზმები, მაგრამ 5 თვის წინ, სასამართლოში წასვლის მაგიერ, თამარ ჟვანიას მიუვარდით. ხო, სასამართლოზე გამახსენდა, ახლაც ის სასამართლო გვაქვს, ხომ, შარლ მიშელმა რომ მოგახალათ, ხალხის ნდობას ვერ იმსახურებსო…
ალბათ, ახლა ის დროა, თამარ ჟვანიამ ალეკო ელისაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლოს…
კომენტარები