16 წლის გოგო, ლიკა ზაქაიძეს დედის თვალწინ დაარტყა მანქანამ – იგი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ დაადგინა, რომ მძღოლი, შსს-ს თანამშრომელი ნასვამი იყო, თუმცა, მოგვიანებით, ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ალკოტესტმა მოიტყუა – რადგან სისხლის ანალიზმა, რომელიც, ადვოკატის თქმითვე, დაახლოებით 2 საათის მერე აუღეს მძღოლს, ნასვამობა არ დაადგინა.
“დავინახე… ჩემ თვალწინ მოხდა… თავის გზაზე არ მოდიოდა, მოდიოდა საპირისპირო მხარეს, უტორმუზოდ დაარტყა… თუ არ იყო დამნაშავე ფულს რატომ გვთავაზობდნენ?” – ამბობს ოჯახი.
დღეს დღეს სასამართლომ საჭესთან მჯდომი პოლიციელი უდანაშაულოდ სცნო.
ეს რეპორტაჟი “ტვ. პირველმა” 3 აპრილს გაუშვა ეთერში.
კომენტარები