მწვავე დებატები ტვ პირველის ეთერში – “რეაქციაში” ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“უზრდელობაა, სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი” – მიმართა სალომე სამადაშვილმა ხატია დეკანოიძეს.
დაპირისპირების მიზეზი ყოფილ თანამებრძოლებს შორის ამნისტიის კანონპროექტია. სალომე სამადაშვილი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებისას, ენმ-ს არ ჰქონდა კითხვები ამნისტიასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობას შეთანხმებას სწორედ იმის გამო არ მოაწერა ხელი რომ, შეთანხმება ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების ამნისტირებასაც ითვალისწინებდა.
სალომე სამადაშვილი:
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, ხატიამ, რომელიც წარმოადგანდა ენმ-ს, მიმართა კითხვით, რა სხვა გზა არსებობს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, გარდა იმისა, რაც შეთანხმებაშია ჩადებულიო და ამაზე, მე მგონი, ნახევრად ირონიული პასუხი მიიღო.
ხატია დეკანოიძე:
ძალიან უსინდისობაა რასაც ამბობ, ნამდვილად არ მოველოდი შენგან…
სალომე სამადაშვილი:
რას არ მოელოდი? საზოგადოება არ უნდა შეიყვანოთ… ნიკა მელიას პატიმრობას ვერ ამოეფარებით, მისი გათავისუფლება ჩვენი ამოცანაა.
კომენტარები