შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე დღეს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
გომალაურის უწყების თქმით, მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
წალკაში სოფელ წინწყაროში პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,პირველების” რეპორტორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს გამგებლის ბიძა დაესხა.
“გვიძახიან ნაცინალები ხართო, და არავინ ყურადღებას არ გვაქვცევს, გზა არ არის, სასწრაფო ვერ შემოდის, სტადიონი არ არის, აშინებენ ხალხს… მე ვარ ნაციონალი და ვისაც უტყდება იმის დედას @@ვეცი…” – ამბობენ ადგილობრივები მედიასთან.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები