ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“იმის გამო, რომ ამ ვირთხა კაცს საარჩევნოდ ტრადიციების დამცველი პატრიოტის იმიჯის მორგება უნდოდა მოხდა 5 ივლისი, რუსული პაგრომი თბილისის ქუჩებში, ჟურნალისტების დასისხლიანება, ლექსო ლაშქარავას მკვლელობა. აი, ამიტომ არ სჯის დამნაშავეებს, რომ ამ ტრაგედიის და საშინელების მიუხედავად მაინც არ აიღო ხელი ჭუჭყიანი ვითომ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაზე და ისევ ცდილობს იმ უბედურების კაპიტალიზაციას.
ეს რაღაც გვერდი რომ კანონის გვერდის ავლით აფინანსებს პოლიტიკურ რეკლამას, ეგ სხვა საკითხია და შესაბამისმა ორგანიზაციებმა უნდა მიხედონ. თუმცა, აი ეს ფსკერი რომ ისევ ჩვენი პრემიერ– მინისტრია ისეთი სირცხვილია, რომ ამის მერე რაზე შეიძლება გვქონდეს პრეტენზია?
P.S. ვიდეო წაშალეს გვერდიდან და გააქრეს. როგორც ჩანს მიხვდნენ რომ 5 ივლისის დანაშაულში ღარიბაშვილის პირდაპირი მონაწილეობის მტკიცებულებაა. თუმცა საბედნიეროდ დროულად ჩამოვტვირთე და აგერ გიტვირთავთ.”
კომენტარები