რიონის ხეობის მცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს აქციის დატოვება მოსთხოვეს.
ტერიტორიაზე, სადაც კარვებია განთავსეული ზუკა ბერძენიშვილი და სხვა სამოქალაქო აქტივისტები მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მივიდნენ. რიონის ხეობის მცველებმა კი მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა მისთვის მიუღებელი სამკლაურის გამო.
ზუკა ბერძენიშვილი:
“მოკლე შორტი ეცვა და ტრუსიკით რანაირად ხართ სამშობლოს დასაცავად მოსულიო. ეს სამკლაური ორი წელია უკეთია, გურამ კაშიას სამკლაურია. ვიჯექით და გადაგვიარეს…”
“ქვეყნისთვის არ გამოდგება და ჩუმად წადით…” – ეუბნებიან აქტივისტებს აქციის მონაწილეები.
“მოვედი, დაანონსებული ჰქონდათ ულტიმატუმის დრო, ვფიქრობდი, რომ მხრადაჭერა დასჭირდებოდათ. უცებ არსაიდან გაჩნდა ფალავანდიშილის ბიჭი და მითხრა ეს მოიხსენიო… ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ @რუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი, ვიღაცამ მითხრა, რას ვგავარ… გამომაგდეს აქციიდან, მითხრეს, რომ ინტერვიუსაც ნუ აძლევ, აკრძალულიაო… მოვედი მხარდასაჭერად და მოკითხონ იმ ხალხს, ვინც მხარდამნჭერებად ჰყავთ…” – სალომე ბარკერი
კომენტარები