სააგენტო “თაიმერის” ინფორმაციით, ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელ ბავშვებს მერიის საპირფარეშოები ახეხინეს. ისინი ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლიდან დირექტორის თანხმობით წამოიყვანეს. როგორც “თაიმერმა” გაარკვია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ეთერ ჯაფარიძე, რომელიც მერის ახლო ნათესავია, მივიდა მეორე საჯარო სკოლაში და დირექტორს ნონა თოდუას დაელაპარაკა. როგორც გვითხრეს ჯაფარიძეს ხელშეკრულების ვადა ამოწურული აქვს და გასარკვევია ვისი დავალებით გადაწყვიტა ლენინური შაბათობის ტრადიციის აღდგენა. ჯაფარიძემ სკოლის დირექტორს უთხრა, რომ მერიის “ტუალეტები” იყო გასახეხი და დამხმარე ძალის სახით ბავშვების მიშველება სთხოვა. მერიას დამლაგებელი ჰყავს და ტუალეტის გახეხვა-მოწესრიგება მის მოვალეობაში შედის. სკოლის დირექტორი მერიას როგორ დააღალატებდა და მეშვიდე კლასელი ბავშვები ტუალეტების სახეხად გაამწესა. ვიდეოში რომელსაც გთავაზობთ, სავარაუდოდ კიდევ ერთი მასწავლებელი უნდა იყოს. ნებისმიერ ნირმალურ ქვეყანაში ამ ფაქტს დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. თანამდებობიდან წასვლა მოუწევდა, როგორც მერს, ასევე განათლების მინისტრს. სკოლის დირექტორზე და აიპის თანამშრომელზე არაფერს ვამბობთ.
ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “თაიმერს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.
კომენტარები