ისრაელში მცხოვრები ექიმი, ქართველი ებრაელი, ანა კოლ-შიმშილაშვილი აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“ვინ არიან ის ისრაელელები
, რომლებიც უკრაინაში
იბრძვიან?


მე არაერთხელ მომიყოლია თქვენთვის იმ ებრაელ 18 წლის გოგო-ბიჭებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ისრაელში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად . სრულიად მარტონი, ოჯახების გარეშე და მათ მარტოხელა სამხედროები ჰქვიათ. მაგრამ ისინი მთელი ისრაელის შვილები ხდებიან.
ზოგიერთი მათგანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ სახლებში ბრუნდებიან, მაგრამ როგორც კი პირველი სირენა გაისმის ქვეყანაში, პირველივე თვითმფრინავზე ადიან და ისრაელისთვის მობილიზდებიან.
უმეტესობა კი რჩება და ოჯახებს ჰქმნიან ისრაელში.
უკრაინიდან უამრავი ახალგაზრდაა ასე ჩამოსული.
მათ უმეტესობას მშობლები, ნათესავები უკრაინაში ჰყავთ და როგორც კი უკრაინამ განგაშის ზარები შემოჰკრა, ისევე როგორც ისრაელისკენ, ამ შემთხვევაში უკრაინისკენ გაეშურენ, მეორე, თუნდაც პირველი, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, სამშობლოს დასაცავად!
“ქან ჰა ბაით შელი”! – აქ ჩემი სახლია! ასე ამბობს ინტერვიუში ახალგაზრდა!
შეკითხვაზე ოჯახმა თუ იცის რომ აქ ხარ, პასუხია- რა თქმა უნდა!
მერე რას გეუბნებიან? – ეკუთხება ჟურნალისტი.
– რას და რომ მაგარი კაცი ვარ!
პასუხობს სამხედრო.
-არ გეშინია?
– ცაჰალის შემდეგ შიში? არ არსებობს! ყველაფრისთვის მზად ვართ!
ხო და მშვიდობით, გამარჯვებულები დაგვიბრუნდით სამშობლოში, სახლში , ბიჭებო!!!
პ.ს.
ვიცი ჯვარს მაცვავენ, მაგრამ ვიტყვი:
ძალიან, ძალიან იშვიათია ქართველი ებრაელი ჩამოვიდეს ასეთი შემართებით ევროპიდან ან სხვა ქვეყნებიდან.
იმიტომაა რომ მაბოდებს დალიკოს საბაზე
პ.ს.ს.
ძალიან ხშირად ეს უკრაინელი ბიჭები შერეული ოჯახებიდან არიან, ანუ ნახევრად ებრაელები, ან მესამე თაობები, მაგრამ ებრაული სულის ყივილი იმდენად ძლიერია მოდიან! მოდიან ისტორიული სამშობლოს დასაცავად!”
კომენტარები