ტვ “ფორმულას” ეთერში საუბრობს ერთ-ერთი ყოფილი მძევლის მეუღლე, გიორგი ნარმანია, რომელიც ჰყვება, რომ მისი მეუღლე, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, მეორე სართულზე იმყოფებოდა და მოახერხა თავის დაღწევა.
გიორგი ჰყვება, რომ მას მეუღლემ დაურეკა, ტელეფონი არ გამოურთავს და ყველაფერი ესმოდა:
“საუბრობდა მეგრულად, ეძებდა ბანკის ფილიალის უფროსის მოადგილეს, შორენას, ამბობდა, რომ დასაკარგი არაფერი აქვს, ყვიროდა რომ ყველას დაწვავს და დახოცავს, გავიგონე 4 გასროლის ხმა…”
როგორც გიორგი ჰყვება, ეს მან შეატყობინა პოლიციას, ჯერ სცადა 112-ში დაკავშირება და მერე გააჩერა ქუჩაში მომავალი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
რამდენიმე წუთის წინ, შსს-მ გაავრცელა განცხადება და ისაუბრა გათავისუფლებულ მძევლებზე, რომლებიც ბევრად მეტნი ყოფილან, ვიდრე დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია და მოგვიწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავავრცელოთ. ერთ-ერთი ყოფილი მძევლის მეუღლე ამბობს, რომ სიტყვა-სიტყვით ესმოდა მძარცველის საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ მას ნაკლები სტრესი ჰქონდა, ვიდრე ადგილზე მყოფთ, დიდი შანსია, რომ მეტად ახსოვდეს საუბრის შინაარსი – ასე რომ, ა, ბატონო და გადაამოწმეთ.
კომენტარები