დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.
მაკა რაზმაძე:
-ზვიად ტომარაძე გწერთ, დებატში თუ დამიჯდებითო.
პაატა იმნაძე:
-ვინ არის, ზვიად ტომარაძე ვინ არის? იმუნოლოგია? ვირუსოლოგია? აბა?
მაკა რაზმაძე:
-იცით კარგად ვინც არის.
პაატა იმნაძე:
-მიკრობიოლოგია? კორონაზე ვის ვესაუბრო, აბა? პოლიტიკოსთან გინდათ დებატებში დამსვათ?
მაკა რაზმაძე:
-პოლიტიკოსია ზვიადი? ის არის იმ მოძრაობის ლიდერი, რომელიც აპროტესტებს მწვანე პასპორტებს.
პაატა იმნაძე:
-აბა, ვინ არის? მოძრაობების ლიდერები პოლიტიკოსები არ არიან? მე ასე ვიცოდი. იქნებ არასწორედ ვიცი.
მაკა რაზმაძე:
-მითხარით, ვისთან დაჯდებით დებატზე და მოვიწვევ…
პაატა იმნაძე:
-ფაუჩისთან დავჯდები დიდი სიამოვნებით დებატებზე.
მაკა რაზმაძე:
-გაქვთ მასთან შეკითხვები?
პაატა იმნაძე:
-უამრავი შეკითხვა მაქვს. ძალიან საინტერესო კაცია და ძალიან მაინტერესებს, მისი ხედვები, მომავალში როგორ განვითარდება სიტუაცია მსოფლიოში. იგივე კოვიდის პანდემია როგორ განვითარდება, მე რომ მეკითხებით, გაცილებით საინტერესო იქნება ფაუჩის აზრი ამაზე, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს მას და საერთოდ, ძალიან ჭკვიანი კაცია.
მაკა რაზმაძე:
-მის მიმართ საზოგადოებასაც აქვს კითხვები
პაატა იმნაძე:
-ვინ საზოგადოებას?
მაკა რაზმაძე:
-ხალხი, ბატონო პაატა, თქვენ ვინ ხალხისთვის შრომობთ?
პაატა იმნაძე:
-მე იმ ხალხისთვის ვაკეთებ ამას, ვისაც ყოველ ნაბიჯზე ქუჩაში მხვდებიან და მადლობას მეუბნებიან… და ვინც მაგინებს იმ ხალხისთვისაც, იმიტომ რომ ვინც მაგინებს იმათთვისაც ვაკეთებ, კი.
მაკა რაზმაძე:
-ბექა ვარდოსანიძე გეკითხებათ, რატომ ითხოვს FDA 55 წლიან ვადას, “ფაიზერის” დოკუმენტაციას გასაჯაროებისათვის?
პაატა იმნაძე:
-კარგით, რა ხომ შეიძლება სერიოზული კუითხვა დამისვათ, 55 წლის მერე რა იქნება… შეთქმულების თეორია მეტი კი არაფერია. შარშან ლაპარაკობდნენ ვინც აიცრება ეგრევე მოკვდებაო, მერე გადაწიეს, ვინც აიცრება 1 წელში მოკვდებაო, მერე კიდევ გადაწიეს და 2 წელში მოკვდებაო, ახლა 55 წელზე გადაწიეს? სერიოზული რამე მკითხეთ? ჩიპებს აღარ უდგამენ?ტუბერკულოზის ვაქცინას ენდობიან? შემადგენლობა იციან? ყველა ხომ აცრილია ტუბერკულოზზე არა? ყველა აცრილია ბავშვობიდან და ენდობიან? დიფტერიის ვაქცინას ენდობიან? შემადგენლობა იციან?
პაატა იმნაძის პასუხს ზვიად ტომარაძე ერთი წინადადებით გამოეხმაურა:
“ტომარაძეს დებატებზე არ დავუჯდებიო, მე ფაუჩისთან მინდაო”
ბექა ვარდოსანიძე კი, აქვეყნებს ბმულს და წერს:
“Paata Imnadze რაო კუბოვიჩ მოგხვდა ჩემი კითხვა მაგრად ? კონსპირაციული თეორიებიო ფაიზერს რომ უჩივიან და FDA 55 წელს ითხოვდა დოკუმენტების გასაჯაროებაზე? ვითომ ვერ გაიგე ეს შეკითხვა და მე ”პროვოკატორი” მიწოდე, მაგრად მოგხვდა? შე ბანძო თუ კონსპირაციული თეორიააა მაშინ რატომ დაპანიკდა შენი ”ფაიზერი” და რატომ ჩაერია სასამართლო სარჩელში? დღეს კუბოვიჩ მე ერთმა ადამიანმა დაგიდგი ”რეპუტაციული კუბო” ჯერ სად ხარ, თურმე 2018 წელიდან ღამურის კორონა ვირუსებს იკვლევდით და ყველა ვინც ჩახედული იყო ამ საკითხში ველოდებოდით ახალ პანდემიასო…”
კომენტარები