ამერიკის შტატ კოლორადოს მცხოვრებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ კორონავირუსის გამო, ბავშვს უჭირს სუნთქვა და ხშირად ახველებს.
კადრებს ბრიტანეთის ტაბლოიდური გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
მედმუშაკ ანა ციმერმანის თქმით, მან გამოაქვეყნა ეს ვიდეო იმისათვის, რომ თვალსაჩინოდ ენახა საზოგადოებისთვის, თუ როგორც მიმდინარეობს ვირუსი ბავშვებში. ვიდეოში მისი 4 წლის შვილი ლინკოლნია.
ციმერმანი აღნიშნავს, რომ მთელი მისი ოჯახი იცავდა წესებს და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
„ვხვდებოდი, რომ ეს ვირუსი ძალიან საშიშია, მანამ სანამ პანიკა ატყდებოდა და ბავშვებს ეზოში თამაში უფლებასაც არ ვაძლევდი“, – ჰყვება ციმერმანი, თუმცა 21 მარტს, ლინკოლნს კოვიდ-19-ის პირველად სიმპტომები გამოუვლინდა.
მკურნალობის შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდა.
კომენტარები