მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანი:
“ხელისუფლებას ვეუბნებით, დროზე გავერკვეთ რა ხდება ხეობაში, თუ ენკას წარმომადგენლები ხეობაში რჩებიან რა საკვირველია, შთაბეჭდილება გვრჩება რომ ჩვენი პროტესტი დაასუსტონ და დროში გაწელენ მთელი ეს პროცესი, რომ ძალა აღარ გვქონდეს და თუ გასვლას აპირებენ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი?… ჩვენ ვერ ვტოვებთ, რიონის ხეობაში კარვებს, რადგან უნდა ვნახოთ ჩვენი თვალით დემონტაჟის პროცესი და ენკას გასვლის პროცესი, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ავიღოთ კარვები და წავიდეთ სახლებში. სანამ ეს პროცესი ასე იქნება გაჭიანურებული, ჩვენც მოგვიწევს იგივე რეჟიმში პროტესტი. ვიდრე დავაინიცირებთ ისევ დიდ აქციას, გადავკეტოთ გზა და ა.შ, მთავრობას უნდა ჰქონდეს რეაგირება და გაგვცეს პასუხი რატომ ჭიანურდება ეს პროცესი, იყვნენ ადეკვატურები, რადგან ჩვენც გვქონდეს ადეკვატური დაგეგმვის შესაძლებლობა”
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია ენკამ რიონის ხეობაში სამუშაოები შეწყვიტა.
კომენტარები