მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დავით არახამიას დღევანდელმა განცხადებამ, კიდევ ერთხელ გამოიყვანა წყობიდან,ამბობს: – ივანიშვილის დასანქცირება “საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას” ნიშნავს. მისი თქმით, ივანიშვილმა თავის ოჯახისთვის “მხოლოდ 200 მილიონი” დაიტოვა და თუ მის ქონებას საფრთხე დაემუქრება, ვეღარ განხორციელდება “ტაძრების მოვლა-პატრონობა, აღდგენა, თეატრების აღდგენა და ა.შ.”
“ეს პროექტები დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ისიც თვითონ არ იცის სერიოზული პრობლემები და ახლა იგივე პრობლემები უნდა შექმნას ახალ საქართველოშიც.
ასეთი სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებეულიყო ქართველი ხალხისთვის, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უფრო უარესი და ეს არესი რა არის ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს” ამბობს კობახიძე.
კომენტარები