საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომ „ჟვანიას მოედანზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის“, ასე ეხმაურება:
„მინდა ვიფიქრო რომ ვიღაც ქალაქის ქუჩების “მგეგმარებელი” მაგრად გვეთამაშება ყველას და მათ შორის ალბათ თქვენც ბატონო Kakha Kaladze კახა კალაძე და ამაზე თქვენი დღევანდელი (10 აპრილი) გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დავეჭვდი როცა ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციაზე აშკარად არასწორად მოწოდებული ინფორმაცია გააჟღერეთ, კერძოდ მოედანი ბოწკიტებით იყო მოწყობილი ისე როგორც ახლა ვაკეთებთო უბრალოდ ის სიცარიელეები გავამწვანეთო, რეალურად კი ბოწკიტებით აბსოლუტურად სხვაგვარად იყო მოწყობილი რაც იმედის სიუჟეტშიც კარგად ჩანს და ყველამ კარგად იცის ვისაც ჟვანიას მოედნის გავლა ხშირად უწევდა და უწევს.
ჩემი რჩევა იქნება ეს საკითხები ყველაზე პრიორიტეტული გახადოთ და უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ყველა კვანძი რომელსაც ლამაზ ფერებში გთავაზობენ “მგეგმარებლები” ვინაიდან გზების სწორად მოწყობა მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული, ხოლო ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თან როგორ ორიგინალურ ფერებშიც არ უნდა იყოს ის გეგმაზე წარმოდგენილი, თავის თავს სააშკარაოზე გამოტანისთანავე ყველას დასანახად ძალიან მარტივად ყიდის.“
შეგახსენებთ, კალაძემ განაცხადა:
„სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს, საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ. გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“
კომენტარები