პროდიუსერი ნატო დუმბაძე:
“რა უხერხულია შვილებთან ! ყველას ჰყავს შვილები და ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა, ძალიან უხერხულია!
არ აქვს მნიშვნელობა დღეს ვინ პოლიტიკოსია, ვინ პოზიცია ვინ ოპოზიცია, ზოგს პატარა ჰყავს და ჯერ არ ესმის, ზოგი დიდია და ესმის, თუ არ ესმის, უნდა არ უნდა კითხულობს, ზოგიც გარდატეხის ასაკშია !
ასე ღიად მამებზე დედებზე ვისაც როგორ უნდა ლანძღვა გინება ტალახის სროლა, შეხლა შემოხლა ვითომაც აქ არაფერი რა უბედურებაა ?
ეს ხომ ილექება ადამიანებო, ილექება მათ ცნობიერებაში! რას უშვებით მათ ფაქიზ და სუფთა ფსიქიკას ? ამაზე ვინმე ფიქრობს? ასე აღარ შეიძლება გაგრძელება არა !
ეს ხომ მომავალია ჩვენი? ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ეს დეგრადატიაა!
შვილებზე ვინმე ფიქრობს?
ვიღაცა ნარკომანს ეძახის ვიღაცის მამას, მეორე ვიღაცა კიდევ ვიღაცის მამას ქვეშა@@@ უწოდებს, იქაჩება და ამას პირდაპირ ეთერში უყურებენ, უსმენენ ბავშვები! მეტს აღარ გავაგრძელებ!
სირცხვილია ! სირცხვილი!
რა მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდობას?შვილებს?”
კომენტარები