რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი:
,,ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების დისკრედიტაცია გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთანავე დაიწყო, თან იმგვარად, რომ ხალხს წარმოდგენაც არ გვქონდა, ეს თუ გარედან თავმოხვეული, დაგეგმილი და მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდით ხდებოდა. დაიწყო ქართველობის, ხალხურად რომ ვთქვა, გოიმურ ცნებად წარმოჩინება. აქვე უნდა გავიხსენო ზაზა შათირიშვილის ეთერში ნათქვამი: „ქართველს ხომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, გოიმი არ დაუძახონო“. ვეთანხმები.
გამსახურდია ვახსენე და მაშინ, ხალხის წარმოდგენაში, ჩვენი ეროვნული საკითხი გაიგივებული იყო ზვიად გამსახურდიასთან. ბოლოს, მას ინტელიგენციის დიდი ნაწილი დაუპირისპირდა, ის ნაწილი, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ, პატივი იყო ზვიადთან მეგობრობა თუ ნაცნობობა, რადგან მოდაში იყო. მგონია, რომ ამ ხალხის უმრავლესობა, პიროვნული თუ ობიექტური მიზეზებით გაბოროტებული, ვერც აცნობიერებდა, რა პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. ფაქტია, რომ გამსახურდიას ელიტა დაუპირისპირდა და ეს იყო მთავარი. აქედან დაიწყო ეროვნულობის ცნების დაკნინება და ,,კარვის ქალებთან“ გაიგივება (მაპატიონ იმ ქალბატონებმა, საზოგადოებაში შეგნებულად გავრცელებულ განწყობასა და ტერმინს ვგულისხმობ). არც ისაა საკამათო, რომ სამწუხაროდ, ზვიადის გვერდით, ყველა ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ბევრმა უღალატა, რაც საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის კარგად გამოიყენეს – აი, ვინ უჭერს მხარს გამსახურდიას – „სოფლელები“, გოიმები… და ზვიადისტობა, ე.ი. ეროვნულობა გამოცხადდა სირცხვილად და გოიმობად (მათი დევნა-შევიწროვება და მიტინგებზე პირდაპირ დახვრეტა კიდევ სხვა თემაა). ეს იმ დროს, როდესაც თავად გამსახურდიაზე დახვეწილი კაცი მეორე არ დადიოდა საქართველოში, აღარაფერს ვამბობ, ვისი შვილი იყო. აი, რა შეუძლია პროპაგანდას, რომელსაც რამდენიმე კაცი უკვეთავს და ასობით და ათასობით ადამიანი ბრმად, გაუთვითცნობიერებლად ასრულებს, რადგან ,,გოიმი არ დაუძახონ“.
მერე უკვე ფრონტმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა – გაუქმდა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში ეროვნების გრაფა, არ აღსრულდა კანონი ქართული ენის შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ავალდებულებდა სახელწიფო ენის ცოდნას, დავაბრუნეთ ჩვენი ,,დები და ძმები“, ე.წ. თურქი-მესხები, რომლებიც თავად აღიარებდნენ, რომ „ისტორიულ სამშობლოში“, „ახალციხის საფაშოში“ მოდიოდნენ, და ა.შ. და ა.შ., ვინ მოთვლის… თუმცა, ეს ჯერ კიდევ ცოტა იყო.
ამოიღებ ხმას და ფაშისტი ხარ!
ქართველობა და ქრისტიანობა რომ განუყოფელია, ეს კიდევ ერთხელ, კარგად დავინახეთ მტერმაც და მოყვარემაც. მოხდა ისე, რომ 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობასთან ერთად, ჩვენში გაძლიერდა რწმენა და ეკლესია, ხოლო უკვე ოთხმოცდაათიანებში, სამოქალაქო ომგამოვლილმა, ტერიტორიებდაკარგულმა, ამოწყვეტილმა, გაღარიბებულმა, უშუქოდ, უსახსროდ, უსაკვებოდ დარჩენილმა ქართველებმა შვება ღმერთსა და ეკლესიაში ვპოვეთ. საწინააღმდეგო პროპაგანდა ჯერ ადრე იყო, რადგან ხალხი, ჩვენდაუნებურად, თავად ვქმნიდით ძლიერ პროპაგანდას – კარგ ტონად ითვლებოდა ეკლესიურობა, ტაძარში სიარული, მარხვა-აღსარება-ზიარება, მონასტერში წასვლაც კი. ასე მოვაღწიეთ XXI საუკუნის მიჯნამდე – სააკაშვილის, რამიშვილის, ბოკერიას და ათასი ჯურის გარედან დაფინანსებული ენჯეოების შემოსევამდე.
რწმენაზე და ეკლესიაზე დარტყმა დაიწყო ჯერ ფარული პროპაგანდით, მღვდლების გადაბირებით, სიწმინდეების შეურაცხყოფით, რომლებიც, სხვათაშორის, ჩვენს ,,მონურ“, კომუნისტურ ყოფაში, ხელშეუხებელი იყო. იქნება ეს წმინდა მეფე თამარი, ,,ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძე, საიდუმლო სერობა თუ სხვა. სამწუხაროდ, ვერც პატრიარქის გვერდით აღმოჩნდა ყველა მოწოდების სიმაღლეზე, რაც კარგად დაიხვიეს ხელზე და დღეს, ღმერთსაც კი სწვდებიან – ვიღაცა თუ 100 ათასიანი ჯიპით დაქრის, ან სააკაშვილმა ვინმე ჩანერგილს რამე ბიზნესი აჩუქა, გეგონება, იესო ქრისტეს დანაშაული იყოს. საბოლოოდ, ორი ათეული წლის შემდეგ, მივიღეთ ის, რაც დაემართა ჩვენს ეროვნულობას – ფარული ომი სააშკარაოზე გამოვიდა, ოღონდ ამჯერად ტყვიები ტელევიზიებმა შეცვალეს (შემდეგ დაემატა სოციალური ქსელებიც) და მორწმუნეობა გამოცხადდა რეტროგრადულად, სირცხვილად და გოიმობად, ხოლო რა შეურაცხყოფის ატანა უწევს პატრიარქს, ჩემზე კარგად იცით. შედეგად, ოცსაუკუნოვანი, მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მისდევს, ლამის გაუთანაბრეს ათკაციან სექტებს.
ამოიღებ ხმას და ბნელი ხარ, ბრმა, ყრუ, რელიგიურად ეგზალტირებული და სხვისი რელიგიის შეურაცხმყოფელი!
თუმცა, რწმენა ისეთი რამ აღმოჩნდა, რომ ვერ ჩამოაშორეს ელიტას (მაგრად კი დააკომპლექსეს), ამიტომ ტელევიზიების (ე.ი. მათი დამფინანსებლების) დაუღალავი მცდელობით, შეიქმნა ჟურნალისტების, ხელოვანების, მეცნიერების, პოლიტიკოსების და ა.შ. ფსევდოელიტა, რომელიც, სინამდვილეში, განსხვავებით მათგან, ვინც გამსახურდია დაამხო, ვერასდროს გახდება საქართველოში ელიტა და ეს ყველაზე კარგად თავად იციან. ამიტომაც სძულთ თბილისში – თბილისელები, ბათუმში – ბათუმელები, ქუთაისში – ქუთაისლები, თელავში – თელაველები და ა.შ… და მოდიან ცეცხლითა და მახვილით. სამაგიეროდ, იმ წრეში, რომელშიც ტრიალებენ და რომლის ზეგავლენის ქვეშაც არიან, თავს გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. იქ გოიმს ვერავინ დაუძახებს, რადგან იმ წრის 99 % თავად არიან გოიმები, არსაიდან მოსული, მდაბიო ტიპები. ამიტომ იკლავენ თავს თავიანთი პატრონების, ასევე არსაიდან მოსული არსებების, ხელისუფლებაში მოსვლისთვის თუ დაბრუნებისთვის, რომ მთლად ინავარდონ, ჯავრი იყარონ ყველაზე და ყველაფერზე, რაც ნამდვილი და ნაღდია (ფინანსებზე აღარაფერს ვამბობ, ცალკალოშიანი ვიგინდარები რომ აშენდნენ და გადაშენდნენ).
აი, ესაა მათი მთავარი მოტივაცია, თორემ რომ სწამდეთ, რასაც აკეთებენ და საერთოდ, ერკვეოდნენ, რა ხდება ქვეყანაზე, გარკვეულწილად, დასაფასებელი იქნებოდა.
ახლა უკვე საკუთარი უფლებების დასაცავად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დიდ სცენაზე გამოსვლის დრო დადგა. სინამდვილეში, ესეც პოლიტიკური ომის ნაწილია, სრული ,,პაკეტის“ უძლიერესი იარაღი. მათი უფლებები დაცულზე მეტია და კანონი უმაგრებს ზურგს (აღარაფერს ვამბობ ელჩებსა და ენჯეოებზე), ორიენტაციის გამო, ისედაც არავინ ერჩის, ერთეული შემთხვევები კი ყველგან ხდება. ჩართეთ ნებისმიერი ქართული არხი, სულ ისინი არიან, ვინ ჩაგრავს, სად, როდის?!
აქაც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში – მოხდა ისე, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი ავტომატურად არ ნიშნავს ამ გარედან დაფინანსებულ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცეულ ტიპებს, ვინც ქუჩაში იკრიბება, არა. მათი ელიტა საქართველოში მათი გულშემატკივარი ვერ გახდა.
დააკვირდით, ვინ იცავს მათ, ვინ და ის ჯალათები, რომლებისთვისაც სააკაშვილის მიერ დაყენებული სისხლის ტბები არაფერია და მეტიც – მათი აზრით, ვინც ტყვია მიიღო, იმსახურებდა კიდეც. ასე იცავენ ესენი ადამიანის უფლებებს.
ამოიღებ ხმას და ჰომოფობი ხარ.
რა იქნება შემდეგ? ალბათ, უკვე ფემინისტები აიღებენ ესტაფეტას, ქუჩაში შიშვლები ირბენენ და მთავარი განსახილველი თემა იქნება: „ბოლო-ბოლო, ვისია ბაია პატარაიას ფ@@@ ?!“
ის აღარ ვიცი, ხმას რომ ამოიღებ, ვინ იქნები (ავიხლართე).”
კომენტარები