„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია:
„ჩვენს საზოგადოებაში “მამაკაცურობის” აღქმა აბსოლუტურად ატროფირებულია. მამაკაცი ცდილობს, სრულად ფლობდეს ქალს – ერთი მხრივ ფლობდეს მის სხეულს, მეორე მხრივ – მის ემოციებზე ჰქონდეს დაწესებული ექსკლუზიური კონტროლი. მამაკაცი მუდამ საკუთარი უპირატესობის მტკიცებაშია. თუ გახსოვთ, ადრე, წლების წინ, ერთი სასაცილო სენტენცია გვხვდებოდა მიმებად – “კოჭებს დაგიხვრეტ და სულ ხელით გატარებ” – რაც არ უნდა აბსურდულად, სასაცილოდ, ან გულისამრევად ჟღერდეს ეს სიტყვები, რეალობაა. ასე უყურებს ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქალს, რომელიც შეიძლება უყვარდეს კიდეც, მარა ეს სიყვარულიც ატროფირებულია, ურბანულ ენაზე რომ ვთქვათ, “ასეთი სიყვარული არ გაიშვა”, რადგან იმთავითვე ძალადობაზე დგას. ძალადობა და სიყვარული კიდე ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.
ახლა ეს რას მოვაყოლე, ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო. ეს ე.წ “კაცობა” მე სხვანაირად მესმის, მეგობრებო, და ის არანაირად არ გულისხმობს ქალზე ძალადობის, ცემის, ტყეპის, გაუპატიურების “გაპრავებას”. ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს. როგორც მამაჩემი მეტყოდა, “უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ, ბექა”, ამ 27 წლის განმავლობაში უამრავი ურთიერთობა დამიგროვდა, მათ შორის – სასიყვარულო. არცერთი ჩემი პარტნიორისთვის არათუ ფიზიკური, მარტივი სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. ჩემი “კაცობის” დასამტკიცებლად ეს არასდროს დამჭირვებია. თუ მაინც და მაინც ძალაზე ხარ, ან საკუთარი ეგოს გამოკვება გინდა, ნაძირლები დაილია ამ ქვეყანაზე, შეჩემა ? თუ ტრაკი გაქვს, მაგათ ებრძოლე, მაგათ გაუჭედე, მაგათ აფურთხე და აგინე, მარა ამას არ იზამ, რადგან ის ქალი, რომელსაც უყვარხარ და გენდობა, ბევრად მარტივი დასაჩაგრია.
ეს არის ჩემი სულ ბოლო კომენტარი ამ თემაზე.“
კომენტარები