ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე:
,,კორუმპირებულმა კალაძემ ხომ ჯოჯოხეთად გვიქცია ცხოვრება ვერაზე მაცხოვრებლებს. დღეს უბრალოდ ხაფანგში ვიყავი – ქვემოდ გადაკეტილი, მელიქიშვილის ხელახლა გადათხრის გამო – ზემოთა ქუჩებზე კი სრული უძრაობა. ჯერ მანქანით ვცადე, უკან დავბრუნდი, მერე ფეხით, ტაქსი ვერ გამოვიძახე, ქუჩაში გავაჩერე, იმ საწყალმა ტაქსისტმა სრულიად სხვა მიმართულებით გამჭედა საცობში. 20 წუთი რჩება ეთერის დაწყებამდე, სტუდია დიღმის ტრასაზეა. გადმოვედი ისევ ფეხით ვიარე, მერე ვიღაცის გამოძახებულ ტაქსში ჩავჯექი, ხიდის ბოლომდე მიმიყვანე თქო, ტირილი დავიწყე. ტაქსისტმა არიქა, შენი ჭირიმე ცუდად არ გამიხდე აქ, ისეთი საცობია სასწრაფოსაც ვერ გამოვიძახებო! ჩამოვედი, ხიდის ბოლოში. ტაქსს ვერ ვაჩერებ, ვერც ვიძახებ, ეთერის დაწყებამდე უკვე 10 წუთში რჩება. ვდგავარ ასე ჩელუსკინელებზე, თმაგაწეწილი, სასოწარკვეთილი, ცრემლებით მომდის (მოკლედ ისევ ვტირი ?) და ამ დროს ზეციდან ჩამესმის ღმერთის ხმა – ეკა. მაგრამ, ღმერთი კი არა, გერსიკა იყო! David Gersamia
კომენტარები