ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, განაცხადა:
“პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა, მათი უზრუნველყოფა ლოჯისტიკით, ინფრასტრუქტურით. მათ შორის, პარტიის ფინანსების მიმართვა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბებისთვის.
საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ მიზნით და ერთ კანდიდატთან, ეს იყო გიორგი ჩალაძე. მას ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებასა და მუშაობის გამართვაზე.
,,ნაციონალური მოძრაობა” აიღებს პასუხისმგებლობას შტაბებისთვის ფინასების მიმართვასა და ლოჯისტიკაზე.
ეს შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება”
კომენტარები